SEPPI M

კომპანია SEPPI M. დაარსდა 1939 წელს მაქს სეპის მიერ აპიანოში ბოლცანოს პროვინციაში, იტალია. კომპანია SEPPI M-ი გთავაზობთ სოფლისა და სატყეო მეურნეობებისათვის, აგრეთვე ლანდშაფტის მოვლისთვის პროფესიონალურ აგრეგატებს.

SEPPI M აწარმოებს სათიბებს, ბაღებსა და ვენახებში მიწისქვეშა სამუშაოებისათვის საჭირო აგრეგატებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ნიადაგის (ქვების) ფრეზები, ტერიტორიების ბუჩქნარისგან და სხვა მერქნოვანი ნაზარდებისგან გასაწმენდი მულჩერები, ვენახებში და ბაღებში რიგთაშორის, ასევე რიგში ძირებთან სამუშაო კომბინირებული სენსორული სათიბელები, კულტივატორები და სხვა.

კომპანია SEPPI M-ი ასევე აწარმოებს სატყეო მულჩერებს ტრაქტორებისთვის და ექსკავატორებისთვის, აგრეთვე სპეციალურ პრაიმ კლასის მულჩერებს, რომლებსაც შეუძლიათ კუნძებისა და დიდი დიამეტრის მქონე ხეების დაქუცმაცება.
ფიქსირებული დანების ტექნოლოგიის მეშვეობით SEPPI M-ის აგრეგატებს შეუძლიათ ქვის დაქუცმაცება-დამსხვრევა, ნიადაგის სიღრმისეულად დამუშავება.

სათიბელა - დამაქუცმაცებლები

ოფსეტური/გვერდითი სათიბელა-დამაქუცმაცებლები და მულჩერები

მულჩერები კომპაქტური დამტვირთველებისათვის

როტორული სათიბელები

სატყეო, მიწის ზედა მულჩერ - დამაქუცმაცებლები

მულჩერები ექსკავატორებისათვის

ქვის დამაქუცმაცებელი & მიწის ქვეშა გადამამუშავებლები

ჯირკებისა და ფესვების დამაქუცმაცებელი

თვით ამღები მულჩერები

ლენტური მულჩერები ბიომასების ასაგროვებლად