• MASCHIO GASPARDO
    MASCHIO GASPARDO
  • MASCHIO GASPARDO
    MASCHIO GASPARDO
  • MASCHIO GASPARDO & CHALLENGER
    MASCHIO GASPARDO & CHALLENGER
  • MASCHIO GASPARDO
    MASCHIO GASPARDO
  • CHALLENGER
    CHALLENGER
  • VALTRA
    VALTRA
  • MASSEY FERGUSON
    MASSEY FERGUSON
  • MASSEY FERGUSON
    MASSEY FERGUSON
  • MASSEY FERGUSON
    MASSEY FERGUSON
  • MASSEY FERGUSON
    MASSEY FERGUSON
  • MASSEY FERGUSON & DeLaval
    MASSEY FERGUSON & DeLaval
  • DeLaval
    DeLaval
  • DeLaval
    DeLaval
  • DeLaval
    DeLaval
  • DeLaval
    DeLaval
  • DeLaval
    DeLaval

კომპანია „მსოფლიო ტექნიკა“ (WORLD TECHNIC)  2007 წლიდან საქართველოს ბაზარზე თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიების მომწოდებელი ლიდერი კომპანიაა.

კომპანია საქართველოში წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორების, კომბაინების და მისაბმელი ტექნიკის მწარმოებელ ტრანსნაციონალურ უმსხვილეს კორპორაცია „აგკო“-ს (AGCO). კორპორაცია „აგკო“ (AGCO), მასში შემავალი კომპანიებით: მასეი ფერგიუსონი" (Massey Ferguson), ვალტრა" (VALTRA), ჩელენჯერი" (Challenger), ფენდტი" (FENDT) საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის ბაზრისთვის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს და კომპანია  მსოფლიო ტექნიკა"-სთან (WORLD TECHNIC) ერთად, მოწოდებულია ლოკომოტივის როლი შეასრულოს სოფლის მეურნეობის წინსვლაში. გარდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა, კორპორაცია „აგკო“-ს (AGCO) სპეციალიზირებული ტექნიკა წარმატებით გამოიყენება სატყეო, კომუნალური და მუნიციპალური მეურნეობების მიზნებისათვის.

კომპანიის სტრატეგიული პარტნიორია იტალიური მასკიო გასპარდო" (MASCHIO GASPARDO), ევროპის ლიდერი სათესების, გუთნების, ღრმადგამაფხვიერებლების, შემასხურებლების, ნიადაგის ფრეზების და სხვა სასოფლო-სამეურნეო მისაბმელი აგრეგატების წარმოებაში. მასკიო გასპარდო"-ს (Maschio Gaspardo)   აგრეგატები,  ადაპტირებულია საქართველოს პირობებთან  და მათი გამოყენება ნიადაგების სწორი ექსპლოატაციის და მოსავლიანობის გაზრდის საწინდარია.

კომპანიის ასევე სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს შვედური „დელავალი" (DeLaval), რომელიც მსოფლიო ლიდერია მერძეული მეცხოველეობისთვის პროექტების, ტექნიკისა და ტექნოლოგიების მიწოდებაში, როგორც მსხვილი კომპლექსებისთვის, ასევე საშუალო და მცირე ზომის ოჯახური ტიპის ფერმებისთვის. კომპანია მსოფლიო ტექნიკა"-ს (WORLD TECHNIC) და დელავალი"-ს (DeLaval) პარტნიორობა, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მერძეული მეცხოველეობის დარგის განვითარების საწინდარია.

მსოფლიო ტექნიკის" (WORLD TECHNIC) კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა საკარტოფილე და სხვა ბოლქვოვანი კულტურებისთვის თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების მწარმოებელ გერმანულ „გრიმე“-სთან (GRIMME) პარტნიორობა. კომპანია გრიმე" (GRIMME) მსოფლიო ლიდერია აღნიშნულ  დარგში და საქართველოში ბოლქვოვანი კულტურების ინდუსტრიულად მოყვანის განვითარებაში უალტერნატივოა.

კომპანია თანამშრომლობს ცნობილ იტალიურ სანერგესთან ზანზი" (Vivai F.lli ZANZI). ზანზი"-ს მაღალხარისხიანი, სერტიფიცირებული, უვირუსო ნერგები და სანერგე მასალები თანამედროვე ტიპის ინტენსიური ბაღებისთვის-მეხილეობაში მაღალი მოსავლიანობის და რენტაბელობის მიღწევის საწინდარია. თანამედროვე, ინტენსიური ტიპის ბაღების გაშენებისთვის საჭირო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა და დანერგვა საქართველოში „მსოფლიო ტექნიკის“ მიზანია.

ზემოაღნიშულის გარდა, დღეისათვის კომპანია „მსოფლიო ტექნიკა“ (WORLD TECHNIC) საქართველოში წარმოადგენს: საბაღე-სავენახე, საგზაო, სატყეო, მუნიციპალური და ნიადაგების რეაბილიტაციისათვის საჭირო დამაქუცმაცებლების (მულჩერების) მწარმოებელ იტალიურ კომპანია „სეპიემ“-ს (seppi m_);   ნიორის, ხახვის და სხვა ბოსტნეულის მოყვანისათვის საჭირო ტექნიკის მწარმოებელ ესპანურ კომპანია „ჯიჯი ბროშ“-ს (JJ BROCH); მეცხოველეობის ფერმერებისათვის საჭირო თხევადი და მშრალი ორგანული სასუქის (ნაკელის) გამანაწილებელი ცისტერნების და გამფანტველების, სილოსის ლაფეტების და სხვა ტექნიკის მწარმოებელ ბელგიურ კომპანია “ჯოსკინ“-ს (JOSKIN); მცირე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, მოტობლოკების და იარაღების მწარმოებელ იტალიურ კორპორაცია ემაკ"-ს (Emak) და მასში შემავალ „ბერტოლინი“-ს (BERTOLINI); რუსულ “აგრომაშ“-ს (АГРОМАШ); სპცეიალური დანიშნულების აგრეგატების მწარმოებელ კანადურ კომპანია შულტე"-ს (SCHULTE).

კომპანია „მსოფლიო ტექნიკა“ მიწოდებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე მომხმარებელს თავაზობს სრულ სერვისულ და საგარანტიო მომსახურეობას. მისი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკისა და ტექნოლოგიების მიწოდება საქართველოს ბაზარზე.


კომპანიის დევიზია-ხარისხი უპირველეს ყოვლისა!

scroll back to top

სიახლეები

ტექნიკა ლიზინგით

locksmith calgaryGarage Door Repair Edmonton Locksmith Toronto